მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ და რა მიმართულებით იფრენს ნოემბერში თბილისის აეროპორტიდან?

5fa15650852c9
მარიამ ადამია
03.11.20 17:04
1233
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს აეროპორტებში რეგულარული ფრენების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო.
ფრენების გრაფიკს ტავ ჯორჯია ავრცელებს, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს.

ნოემბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზში ავიაკომპანია Air France კვირაში ორი სიხშირით იფრენს. მიუნხენში - Lufthansa - კვირაში სამჯერ განახორციელებს რეისებს. რიგაში Air Baltic-ი შეასრულებს ფრენებს კვირაში სამჯერ. ვარშავაში ფრენების მიმართულებით კი, პოლონური ავიაკომპანია Lot Polish Airlines კვირაში ერთხელ, 3,7,14 და 21 ნოემბერს შეასრულებს ფრენას.

ასევე კვირაში ერთხელ იფრენს Qatar Airways - დოჰაში. ხოლო ათენის მიმართულებით პირველი ფრენა Aegean Arilines -მა 2 ნოემბერს შეასრულა და ჩანიშნულია კიდევ ერთი 23 ნოემბერს. თელავივში, მიმდინარე თვეში მხოლოდ ერთხელ 17 ნოემბერს შესრულდება ფრენა.

რაც შეეხება Georgian Airways – კომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს ამსტერდამსა და პარიზში. ხოლო კვირაში ერთხელ ბერლინისა და ვენის მიმართულებით.

ცნობილია, მიმდინარე თვეში ჩარტერული ფრენების განრიგიც, რომლის თანახმადაც, Pegasus Airlines-ი კვირაში ორჯერ, 26 ნოემბრამდე შეასრულებს ფრენებს და Turkish Airlines, რომელიც ჯამში მიმდინარე თვეში 7 რეისს განახორციელებს და იფრენს კვირაში ორჯერ. ანუ 3, 10 ,17 ნოემბერს ავიაკომპანია მოემსახურება მხოლოდ თბილისიდან მიმავალ მგზავრებს; 7,14,21,28 ნოემბერს კი, როგორც მომფრენ ისე გამფრენ მგზავრს.

ჩარტერული რეისების ჩამონათვალშია, ასევე Scat Airlines, 5-დან 27 ნოემბრის ჩათვლით. ბელავია და Skyup – კვირაში ერთხელ,1 დან - 28 ნოემბრის ჩათვლით.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ფრენები კატოვიცეს, დორტმუნდისა და ვილნიუსს მიმართულებით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებში დასაქმებულია 2500 თანამშრომელზე მეტი და როგორც " საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელი, თამარ არჩუაძე აცხადებს, ისინი ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს და სხვადასხვა გრაფიკის მიხედვით აგრძელებენ სამუშაოებს, რათა არ დაკარგონ მათთვის მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია და გააგრძელონ უწყვეტი მუშაობა.