მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ და რა მიზნით ყიდულობენ უძრავ ქონებას "არქიში"? - შიო ხეცურიანის განმარტება

63636f5127bf2
თათია ჩაფიჩაძე
30.10.22 18:19
700
კომპანია „არქის“ ინფორმაციით, მათ კომპლექსებში რუსი და უკრაინელი მიგრანტების რაოდენობა თითქმის ნულოვანია. კომპანიის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი განმარტავს, რომ მათ პროექტებში ბინას უმეტესად ქართველი ემიგრანტები და ახალგაზრდა წყვილები ყიდულობენ.

რაც შეეხება საინვესტიციო მიზნით შეძენილი ბინების რაოდენობას, ხეცურიანის თქმით, მათი წილი დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია.

"„არქი“ ბინებს ყიდის პრემიუმ კარკასის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მოითხოვს შემდეგ რემონტს. ჩვენი ინფორმაციით, მიგრანტები ყიდულობენ ისეთ ბინებს, სადაც დაუყოვნებლივ შედიან საცხოვრებლად, შესაბამისად არათუ გაყიდვებში არ არის მათი წილი დიდი, არამედ საერთოდ არ მოდის გაყიდვები ამ სეგმენტზე. ჩვენი ძირითადი მყიდველები არიან ის ლოიალური „არქელები,“ რომლებსაც ურჩევნიათ დიდ ბინაში გადასვლა ან უბნის ცვლილება, ან ემიგრანტები, რომლებიც გვიცხადებენ ნდობას. ასევე ინვესტიციისთვის, შემდგომი გაქირავების ან გაყიდვის მიზნით. ჩვენი ვარაუდით, "არქიში" ბინას 70-75% ყიდულობს. სტუდენტები, ახალგაზრდა წყვილები ცდილობენ გადავიდნენ ახალ ბინაში. ჩვენ დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მათ საჭიროებს და ვთავაზობთ პატარა ბინებს იმისთვის, რომ შეძლონ საკუთარი შემოსავლით შიდა განვადების გაკეთება", - განაცხადა ხეცურიანმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას.

მან მომხმარებლის შეცვლილ მოთხოვნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი აქცენტი საცხოვრებელი კორპუსების ირგვლივ განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე, გამწვანებასა და საჭირო სერვისებზე კეთდება.

„ადამიანებს დღეს არა მხოლოდ ბინა უნდათ, არამედ მათ სურვილი აქვთ, რომ სადარბაზო იყოს მოწესრიგებული, ეზო იყოს გამწვანებული და მოწყობილი ისეთი ინფრასტრუქტურით რომ მათ შვილებს ჰქონდეთ სათამაშო სივრცეები, იყოს სპორტული მოედნები, ველობილიკები და ა.შ. ამაზე მზარდია მოთხოვნა და ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოსახლეობას თავიდანვე ვაჩვენოთ რას შევთავაზებთ მათ ჩვენს პროექტებში", - განაცხადა შიო ხეცურიანმა.