მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ და რა პირობით შეძლებს მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის პირობებში შესვლა-გამოსვლას?

5e786817bb154
დავით ჯალაღონია
23.03.20 11:42
790
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ვინ და რა პირობით შეძლებს მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის პირობებში შესვლას.

"ერთადერთი პრინციპი, რაც ხდება, ეს არის როცა კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანები არიან ან ექიმები, ასევე როცა ხდება ავადმყოფების გამოყვანა, რომლებიც თბილისში უნდა ჩავიდნენ. დღეს ასევე არიან ადამიანები, რომელთაც ოპერაცია, ან ქიმია აქვთ გასაკეთებელი. ასეთ დროს ისინი ექიმის თანდასწრებით, ეკიპირების სრული დაცვით მიდიან შესაბამის საავადმყოფოში და უკან ბრუნდებიან ისე, რომ არ უწევთ ავტომობილის დატოვება.

ადგილობრივების შეყვანა არ ხდება იმ ადამიანების გარდა, რომელთა შეყვანაც აუცილებელია. მაგალითად, გაჩერებულია RMG-ს მუშაობა, მაგრამ RMG-სთან დაკავშირებით, ეკოლოგიური კატასტროფა რომ არ მოხდეს, მინიმალური საქმეებია გასაკეთებელი და ამისთვის სპეციალისტის შეყვანა თუ საჭიროა, ეს ხდება, ისევე როგორც იმ საჯარო მოსამსახურეების, რომელთა საქმიანობის შესრულება კრიტიკულად აუცილებელია, თუმცა მათი შესვლა და გამოსვლა ხდება ძალიან მკაცრი კონტროლით", - განმარტა პრემიერის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. აღნიშნულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა გახარიამ სოზარ სუბარს დაავალა.