05.დეკემბერი .2020 13:23

ვინ და როგორ უნდა მიიღოს 300–ლარიანი კომპენსაცია?– პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

ვინ და როგორ უნდა მიიღოს 300–ლარიანი კომპენსაცია?– პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე
views 16694
უკან

შემოსავლების სამსახური აქვეყნებს პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე, რომლებიც მთავრობის მიერ მოქალაქეებისთვის ერთჯერადად გასაცემ 300–ლარიან კომპენსაციას ეხება:

ვის აქვს უფლება მიიღოს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია?


ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ:

– დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ამ პერიოდიდან ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);

– ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;

– ზემოაღნიშნული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

ვინ და რა ფორმით წარადგენს განცხადებას/ინფორმაციას დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით?

დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით:

დამქირავებელი, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც ამ დამქირავებლის სასარგებლოდ დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირაველისგან არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). 

დამატებით გაცნობებთ, რომ მეწარმე ფიზიკური პირს (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირისა), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ყავს 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებული ფიზიკური პირი და ამ დასაქმებულზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში არ გაუცია ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო), დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადების დასარეგისტრირებლად მიმართავენ შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებს.

უნდა წარადგინოს თუ არა განცხადება დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით საწარმომ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომელმაც დასაქმებულთა ნაწილს (თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა აღნიშნულ დამსაქმებელთან) შეუჩერა/შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა/არ ურიცხავს ხელფასს, თუმცა საწარმო აგრძელებს დისტანციურად პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდებას?

მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულმა საწარმომ, რომელიც აგრძელებს თავის ეკონომიკურ საქმიანობას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაცვით, დისტანციურად უნდა წარადგინოს განცხადება „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება“ იმ დაქირავებით დასაქმებულ ფიზიკურ პირთა შესახებ, რომლებიც ამ დამსაქმებელთან დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისგან არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

– უნდა წარადგინოს თუ არა განცხადება დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით საწარმომ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომელმაც დასაქმებულთა ნაწილს (თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა აღნიშნულ დამსაქმებელთან) შეუჩერა/შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა/არ ურიცხავს ხელფასს, თუმცა საწარმო გეგმავს 24 დეკემბრიდან (შეზღუდვების მოხსნისთანავე) დაქირავებით დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას?

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

მაგალითად ფიზიკური პირი დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა საწარმოში (2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება დაქირავებულ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა ხელფასის სახით განაცემი 2020 წლის 10 დეკემბერს. მოცემულ შემთხვევაში საწარმომ არ უნდა წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ დასაქმებულზე შემოსავლების სამსახურში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით.

მაგალითად ფიზიკური პირი დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა საწარმოში (2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, დაქირავებულ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის გაცემა არ ფიქსირდება. მოცემულ შემთხვევაში, საწარმომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია აღნიშნულ დასაქმებულზე შემოსავლების სამსახურში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით.

უნდა წარადგინოს თუ არა განცხადება დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით საწარმომ, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ეკონომიკური საქმიანობა არ შეზღუდვია, მაგრამ თანამშრომელთა ნაწილს შეუჩერა/შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა/არ ურიცხავს ხელფასს?

დაქირავებით დასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადებას/ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში წარადგენს მხოლოდ ის დამსაქმებელი, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

სად და რა ფორმით წარადგენენ განცხადებას/ინფორმაციას ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით ინდივიდუალურ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირები და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირები?

ინდივიდუალურ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირები და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირები 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ავსებენ შემდეგი განაცხადის ფორმას „რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ (COVID-19)“. ასევე, აღნიშნულ პირებს არასრული/დაუზუსტებელი ინფორმაცია შეუძლიათ დააზუსტონ არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა.

უნდა წარადგინონ თუ არა განცხადება ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურმა პირებმა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, მაგრამ აგრძელებენ დისტანციურად პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდებას?

– დიახ, უნდა წარადგინონ განცხადება ზემოთაღნიშნულმა ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურმა პირებმა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირებმა თუ მათ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის N699 დადგენილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, მიუხედავად იმისა აგრძელებენ თუ არა დისტანციურად პროდუქტების საცალო/საბითუმო მიწოდებას.

გარდა დაქირავებით დასაქმებული ფიზიკური პირისა, ინდივიდუალურ მეწარმეებისა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, კიდევ ვის აქვს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება, სად და რა ფორმით ხდება განცხადების/ინფორმაციის წარდგენა?

​​​​​​გარდა დაქირავებით დასაქმებული ფიზიკური პირების, ინდივიდუალურ მეწარმეების, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირებისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს (თვითდასაქმებული პირი), რომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით.

დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა;

„ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად, თუ პირი აკმაყოფილებს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის ერთზე მეტ საფუძველს, რა ოდენობის კომპენსაცია გაიცემა მასზე?

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად განსაზღვრული დაქირავებით დასაქმებულისა და თვითდასაქმებული პირებისათვის კომპენსაცია გაიცემა ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად განსაზღვრული ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისათვის წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე?

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში მიმდინარე წლის 02 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების N 720 შესაბამისად განსაზღვრული ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის/განცხადების წარმდგენს (დამქირავებელი/ობიექტის მფლობელი, თვითდასაქმებული), ამასთან სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რაც გამოიწვევს შესაბამისი პირისთვის კომპენსაციის უსაფუძვლო გაცემას, დამქირავებელს/ობიექტის მფლობელს/თვითდასაქმებულს დაეკისრება სანქციები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა