მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ გათავისუფლდება ერთჯერადად ადმინისტრაციული სახდელისგან – წულუკიანის განმარტება

5d838cfb3c57c
BM.GE
19.09.19 18:15
1361
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, არასრულწლოვნები, შშმ პირების, მარტოხელა მშობლები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლდებიან. ამის შესახებ დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

სამინისტროს ცნობით, ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125 – 2 მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო" ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, 3 თვის ვადაში, ეტაპობრივად, შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება.

დეტალები ამნისტიის შესახებ:
დევნილები - 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 2 607 063 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - 1 188 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 662 281.21 ლარი;
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები - 25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 16 909 193 ლარი;
ასაკით პენსიონრები - 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 1 853 933 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 2 083 საქმე, ჯამურად - 1 451 459 ლარი
მარტოხელა მშობლები - 132 საქმე, ჯამურად - 54 248 ლარი.