მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი? - გამყრელიძის, იმნაძის და ცერცვაძის პასუხები

61b854f25ff9e
თელარა გელანტია
14.12.21 12:23
660
ვინ შეიძლება გახდეს ჯანდაცვის ახალი მინისტრი? - ეს კითხვა აქტუალობას მას შემდეგ არ კარგავს, რაც ეკატერინე ტიკარაძემ პოსტი დატოვა, თუმცა როგორც ცნობილია, წლის ბოლომდე ის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

აღსანიშნია, რომ ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი სხვადასხვა უწყების წლიური ანგარიშების პრეზენტაციებზე დასწრებას აგრძელებს. დღეს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციასაც დაესწრო, სადაც ჟურნალისტებმა კითხვები მის სავარაუდო შემცვლელზეც დაუსვეს. ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ვინ შეიძლება გახდეს ჯანდაცვის ახალი მინისტრი - ეს კითხვა ჟურნალისტებმა დღეს NCDC-ის დირექტორ ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილე პაატა იმნაძეს და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძესაც დაუსვეს.

ამირან გამყრელიძე: პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, ვინ შეიძლება გახდეს ჯანდაცვის მინისტრი.

პაატა იმნაძე: არ ვიცი, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი... ამერიკაში ვიყავი და არაფერი ვიცი. ახლა ჩამოვფრინდი და არაფერი ვიცი.

თენგიზ ცერცვაძე: ნამდვილად არ ვიცი, ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი; რამდენადაც ვიცი, ჯერ არაა შერჩეული.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა და როგორც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს, თუმცა მინისტრის მოვალეობას ის დეკემბრის ბოლომდე შეასრულებს.ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019 წლის 18 ივნისიდან იკავებდა. ამ თანამდებობაზე ის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.