მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იბრძოლებს მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ - სია ცნობილია

5f1553adad735
ინგა მურუსიძე
20.07.20 11:44
5268
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი - პროპორციული სისტემით.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ასე გამოიყურება:

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები - ბექა ოდიშარია;
ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე;
საბურთალოს რაიონი - დავით სერგეენკო;
ისნის რაიონი - კახი კახიშვილი;
სამგორის რაიონი - სოზარ სუბარი;
დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები - გიორგი ვოლსკი;
გლდანის რაიონი - ლევან კობიაშვილი;
ნაძალადევის რაიონი - მიხეილ ყაველაშვილი;
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები - ირაკლი ქადაგიშვილი;
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები - დავით სონღულაშვილი;
რუსთავის მუნიციპალიტეტი - ნინო ლაცაბიძე;
მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები - ზაურ დარგალი;
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები - გოგი მეშველიანი;
მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები - შალვა კერესელიძე;
ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები - ანტონ ობოლაშვილი;
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები - საველ მანუკიანი;
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები - ვასილ ჩიგოგიძე;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ირაკლი ჩიქოვანი;
ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები - ირაკლი ხახუბია;
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები - ალექსანდრე მოწერელია;
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები - გოჩა ენუქიძე;
ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ზაზა ლომინაძე;
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები - პაატა კვიჟინაძე;
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები - ბეჟან წაქაძე;
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები - გივი ჭიჭინაძე;
ბათუმის მუნიციპალიტეტი - რესან გონცელიძე;
ქობულეთის მუნიციპალიტეტი - ზაალ მიქელაძე;
ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები - ანზორ ბოლქვაძე; 
გორისა და კასპის მუნიციპალიტეტები - გიორგი ხოჯევანიშვილი;
ხაშურისა და ქარელის მუნიციაპლიტეტები - ზაზა დუგლაძე.