მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ისარგებლებს საკრედიტო-საგარანტიო სქემით - ეკონომიკის მინისტრი

5ed8b9919c409
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.20 13:17
1164
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ის დარგები ჩამოთვალა, რომლებიც მთავრობის მიერ ინიცირებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობას შეძლებენ.

„საკრედიტო საგარანტიო სქემით ისარგებლებს ძალიან ბევრი დარგი. მე უფრო ვიტყვი გამონაკლისებს.
პირველ რიგში ეს არის წარმოებები; ტურისტულ სექტორში ისარგებლებს ჰორეკა სექტორი, ანუ რესტორნები, კაფეები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის; რაც შეეხება სასტუმრო ინდუსტრიას, ისარგებლებს მხოლოდ ახალი სესხების მოზიდვის ნაწილში და არა არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის ნაწილში. ყველა, ვინც არის ამ პროგარმის შესატყვისი შეძლებს ამით სარგებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში. შედეგად, იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით.