24.აპრილი .2020 14:41

ვინ მიიღებს 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600 ლარიან დახმარებას? - რა წერია ანტიკრიზისულ გეგმაში

views 1944
უკან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ის ჯგუფები დაასახელა, რომლებიც 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ესენი არიან: ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, აღნიშნულით ისარგებლებს დაახლოებით 70 ათასი ოჯახი, შესაბამისად 190 000 მოქალაქე. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით 45 მლნ ლარი დაიხარჯება.

დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი - 16 წლამდე ასაკის შვილი. აღნიშნულ პარამეტრებს აკმაყოფილებს 130 ათასი მოქალაქე და პროექტისთვის 13 მლნ ლარი დაიხარჯება.

გახარიას განცხადებით, დაახლოებით 600- ლარიან დახმარებას მიიღებს ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. აღნიშნულით ისარგებლებს დაახლოებით 40 ათასი მოქალაქე და ამ მიმართულებით 25 მლნ ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა