მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ მოიგო ყარაბაღის შეთანხმებით? – აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩის პასუხი

5fb002b08c9b5
თამთა ჯიჯავაძე
14.11.20 23:00
5509
ვინ მოიგო ყარაბაღის შეთანხმებით? – ამ კითხვას გადაცემა Forbes Talks-ში აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილმა ელჩმა (1997-2007) ზურაბ გუმბერიძემ უპასუხა.

„გასაგებია რომ პირველი ანალიზით მოიგო აზერბაიჯანმა, მოიგო თურქეთმა, რომელმაც ძალიან დიდი ძალისხმევა განახორციელა ამ შედეგის მისაღებად, მოიგო რუსეთმა, რომელიც გამოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც არ ყოფილა ზუსტად 28 წელი. შესაბამისად წააგო სომხეთმა. იმდენად დარწმუნებული იყო სომხეთის საზოგადოება რომ ეს ტერიტორიები მათი იყო, რომ 28 წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, შეიძლება ითქვას რომ არათუ შედეგი არ ჰქონდა, არამედ ფაქტობრივად წყლის ნაყვა იყო“, – განაცხადა გუმბერიძემ.

ცნობისთვის, ყარაბაღის თემაზე მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის ფარგლებში სამმხრივ ფორმატში ტარდებოდა რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მონაწილეობით.

Forbes Talks-ში საუბრისას, აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა აზერბაიჯანის ტონი, – „ეს გასაგებია რადგანაც მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი, იყო დიპლომატიური განცხადებები, სურვილებიც, და იყო მუქარებიც, რომ თუ ეს პროცესი არ დაიძვრება და მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს, აზერბაიჯანი შეეცდება იარაღის მეშვეობით დაიბრუნოს ტერიტორიებიო“, – დასძინა ზურაბ გუმბერიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირას სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ, შუამავალი იყო რუსეთი, რომლის სამშვიდობოებიც რეგიონში შეთანხმების ფარგლებში განთავსდა.

რა წერია მხარეებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის შექმნაზე?