მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ მუშაობს პოსტკრიზისულ გეგმაზე - ეკონომიკის მინისტრის პასუხი

5edf4296db564
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.20 21:20
1156
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებაზე საქართველოს მთავრობა და მსოფლიოს ინსტიტუციონალური ეკონომისტები მუშაობენ.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ამაზე მედიის ინფორმირება ცალკე მოხდება, თუმცა ეს არიან პროფესორები, რომლებიც პოსტკრიზისულ ეკონომიკაზე მუშაობენ.

„ჩვენთან ექსპერტები თანამშრომლობენ დონორების დახმარებით. ეს არიან ინსტიტუციონალური ეკონომისტები, საკმაოდ ცნობილები კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესურა და ასევე ნიუ-იორკის "დელოიტის" ოფისი ჩართულია ამაში. ძალიან ცნობილი სახელებია, ამაზე ჩვენ ცალკე მოვახდენთ თქვენს ინფორმირებას. მერწმუნეთ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს წერენ, იმიტომ რომ ეს ის მეცნიერები არიან, ვინც განსაკუთრებით გლობალურ და პოსტკრიზისულ ეკონომიკაზე მუშაობენ და მათი რჩევა იქნება საინტერესო. თუმცა, ჩვენ თვითონაც სერიოზულ საქმიანობას ვწევთ, იმისთვის რომ პოსტკრიზისული გეგმა იყოს ადეკვატური და მიმზიდველი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.