საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ - აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და ისრაელის მხარეებს შორის შეთანხმება ისრაელში შედგა, გუშინ კი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრსა და ისრაელის ელჩს შორის იმპლემენტაციის პროტოკოლს მოეწერა ხელი.
საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ქართველები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას დროებით, კონკრეტული მიმართულებით შეძლებენ. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით. როგორც ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა განგვიმარტა, საუბარია რამდენიმე ასეულ საქართველოს მოქალაქეზე, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ჯერ ეს კრიტერიუმები ცნობილი არ არის. ამასთან როგორც დიპლომატი ამბობს, სამუშაო ვიზას მხოლოდ ისინი მიიღებენ, რომლებიც შესაბამის ტრენინგებს გაივლიან.
„ეს პროტოკოლი პირველ რიგში ითვალისწინებს რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქის დროებით დასაქმებას ისრაელში კონკრეტულ სექტორში, სადაც ასაკიან, ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებების მქონე პირებს უვლიან. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარებს და გაივლიან ტრენინგებს, წვდომა ექნებათ სამუშაო ვიზებზე. კვალიფიციური პერსონალის შერჩევა და მათი ტრენინგები რამოდენიმე კვირაში დაიწყება.
„ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და მონიტორინგის ქვეშ მოქცეული, რათა კერძო კომპანიებს არ მიეცეთ მოგების მიღების მიზნით რაიმე სახის შუამავლობის შესაძლებლობა. ჩემი რჩევა იქნება, მოქალაქეებს რომლებიც დაინტერესებულები არიან დასაქმდნენ ისრაელში, უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მოუწევთ სპეციალური კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგების გავლა, რომელსაც საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პროფესიული კოლეჯების მეშვეობით. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელსაც სოციალური მუშაკი უნდა აკმაყოფილებდეს, ყველა კრიტერიუმი ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდება. ადგილი არ ექნება არანაირ ნეპოტიზმს. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და საჯარო“ - აცხადებს რან გიდორი.
ისრაელში ლეგალურად დასაქმება მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე ქართველი დამხმარე მუშაკების საჭიროება უდგას თავად ისრაელსაც, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ელჩმა BM.GE-სთან ინტრევიუში განმარტა, რატომ იწვევს ისრაელი ქართველებს ლეგალური დასაქმებისთვის საკუთარ ქვეყანაში.
„ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, ვისაც საუბარი შეუძლია ქართულად, ინგლისურად, რუსულად ან ორივე ენაზე, რადგან ჩვენთან ბევრი ადამიანია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ეს უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე, რადგან ისრაელში ბევრი ხანშიშესული ადამიანი ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარში. კოვიდის გამო მათ ნათესავებს არ აქვთ უფლება მათთან მისვლის, ამიტომ გვჭირდება სოციალური მუშაკების დამხმარე ძალა. სწორედ ამიტომ გეპატიჟებით.
გარკვეული დეტალები ისევ განხილვის საგანია, მათ შორის ანაზღაურების საკითხი, რომელიც მხარეებმა ერთობლივად უნდა განიხილონ. ჩემი აზრით, ეს საკითხიც რამდენიმე დღეში დაზუსტდება“, - აცხადებს დიპლომატი.
ამ ეტაპზე უცნობია როგორც ანაზღაურების მოცულობა, ისე კრიტერიუმები, ვინ შეძლებს ისრაელში ლეგალურად დასაქმებას და რა დროიდან. როგორც დიპლომატი ამბობს, ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს და ამ შემთხვევაში ყველანაირი შუამავალი კომპანიის ჩართულობა გამოირიცხება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა