მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ როდის მიიღებს მთავრობის კომპენსაციას? - ჯანდაცვის სამინისტრო

5ea6cd9210278
ინგა მურუსიძე
27.04.20 17:55
1678
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებულ კომპენსაციას სოციალურად დაუცველები პირველ რიგში მიიღებენ, ვინაიდან მათი ბაზები უკვე არსებობს.

"ონლაინ პლატფორმაზე მუშაობა ამ კვირის ბოლომდე დასრულდება, ჩვენ საკმაო დროს მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს რეგისტრაციისთვის და საკმარისი დრო მიეცემა ასევე ჩვენს სააგენტოს იმისთვის, რომ ეს სამუშაო განხორციელდეს. სავარაუდოდ, მაისის ბოლოს მზად გვექნება იმ ადამიანთა სიები, რომლებსაც გადაერიცხება დახმარება.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, ვინაიდან აღნიშნული ბაზები უკვე არსებული ბაზებია, მაისის მეორე კვირიდან ისინი უკვე გასაცემის მიღებას დაიწყებენ", - განაცხადა ბარკალაიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.