13.მარტი .2020 12:50

ვინ როგორ გადაიხდის გადავადებულ კრედიტს? - "თიბისი ბანკი"

views 4469
უკან

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორ ოფციაზე მუშაობა, დაგროვილი სამთვიანი გადასახადი გადანაწილდება მომდევნო პერიოდზე, თუ სესხის დასრულების ვადა სამი თვით გახანგრძლივდება.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავად მიიჩნევს, რომ ლოგიკური იქნება სასესხო პერიოდს დაემატოს დრო, რათა გადახდის პირობები არ შეიცვალოს.

„სესხების გადავადება შეეხება ყველა ფიზიკურ პირს, მიუხედავად იმისა, მას შემოსატანი ექნება 50 ლარი, თუ 10 000 ლარი. ჩვენი შეთავაზება ეკუთვნის ყველა ფიზიკურ პირს, მიკრომსესხებელს და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, გადავადება ეხება მსხვილ ბიზნესს, ვინც არის სასტუმრო ბიზნესის, გასართობი ბიზნესის და რესტორნების წარმომადგენელი. შეთავაზება ყველასთვის გვაქვს იგივე. მათ შეუძლიათ სამი თვის განმავლობაში არ განახორციელონ გადახდა. მოქალაქეებს ინფორმაციას მასობრივი ინფორმაციის სასუალებით გავავრცელებთ“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება იმას, ადამიანებს აღნიშნული სამი თვის დავალიანების გადახდის შესრულება როგორ მოუწევთ, ბუცხრიკიძე განმარტავს, რომ ბანკი ორ ოფციაზე ფიქრობს, მომდევნო თვეებში გადანაწილებაზე, ან საბოლოო ვადის დამატებაზე.

„ამ სამთვიანი შეღავათით ნაწილობრივ შემცირდება ადამიანების ფიზიკური მოსვლა ფილიალებში, რაც პოტენციურად შეამცირებს ვირუსის ერთმანეთზე გადადების რისკს, ალბათ ასევე სხვა ინდუსტრიებიც გამოიჩენენ ასეთ ინიციატივებს, რაც ქვეყანაში რისკებს ნაწილობრივ შემაცირებს“, - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკმა“ მსესხებლებს პროცენტის გადახდის 3 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა