მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ სად დაინფიცირდა? - 20 ნოემბრის COVID-რუკა

5fb76b4ad1c09
ინგა მურუსიძე
20.11.20 11:06
1255
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება, თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში - 676, იმერეთში - 541, ქვემო ქართლში - 183, შიდა ქართლში - 165, გურიაში - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 363, კახეთში - 130, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.

როგორც სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგე განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, თბილისში - 19, აჭარაში - 5, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 3 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 894 შემთხვევა.