მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ სად დაინფიცირდა - 29 ნოემბრის COVID-რუკა

5fc3483e860b4
BM.GE
29.11.20 11:02
1275
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 132 368-ს.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11. 


ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-110 049-მდე.

"სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა"-ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.