მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ სად დაინფიცირდა? - ახალი 196 covid-პაციენტის გეოგრაფია

5f61bd21f23ea
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.20 11:25
1494
"ახალი ინფიცირებულების დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ახალი ინფიცირების კერებზე საუბრისას განუცხადა.

ის იმედოვნებს, რომ აჭარაში შემთხვევათა შემცირება და ლოკალიზება ძალიან მალე მოხდება.

„დღეს დაგვემატა 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის ინფიცირების 2 758 შემთხვევა გვაქვს.

ახალი შემთხვევები ასეთი განაწილებით გახლავთ: აჭარა, ბათუმი - 144 და ქობულეთი -1; თბილისი - 29; იმერეთი, ქუთაისი - 7 და საჩხერე - 1; შიდა ქართლი, გორი - 4; ქვემო ქართლი, გარდაბანი - 3; გურია, ოზურგეთი - 4; ზემო სვანეთი - სამეგრელო, ზუგდიდი - 2 და ფოთში -1; მცხეთაში გახლავთ 1 შემთხვევა.

ინფიცირების დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება შემთხვევათა შემცირება, ლოკალიზება და ალბათ ლიკვიდაციაც დროზე უნდა მოხდეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 31 ადამიანი, სულ - 1 412. მონაცემების შეჯერებით კოვიდ ცენტრებსა და კოვიდ-ცენტრების შემდგომ სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში 1 319 პაციენტი მკურნალობს.