მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ სად დაინფიცირდა? - მარინა ეზუგბაია covid-სტატისტიკაზე

5f587fc15b568
ინგა მურუსიძე
09.09.20 11:13
1319
"ინფიცირების 44 ახალი შემთხვევიდან 7 კვლავ საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, ხოლო 3 - სამედიცინო პერსონალია",  - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, ეზუგბაია ვერ ადასტურებს არიან თუ არა ისინი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომლები. ის ამბობს, რომ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

„44 ახალი შემთხვევიდან 7 არის „დონასთან“ დაკავშირებული შემთხვევა, 12 არის ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევები, 12  არის კონტაქტების კონტაქტები, 2 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი, 5 არის შემოტანილი შემთხვევა, 3 არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 3-ზე გრძელდება კონტაქტების მოძიება ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შემთხვევების მატების ფონზე ექიმი კვლავ არსებული რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე საუბრობს.

„რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. საჭიროა არსებულ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.