მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ წერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმას? - ლილუაშვილი პროცესში ჩართული არაა

6061ab15e368b
ინგა მურუსიძე
29.03.21 20:44
1050
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნა 4 მარტს დააანონსა. ეკონომიკის გრძელვადიანი გეგმის შემუშავების შესახებ კი მან ჯერ კიდევ პარლამენტში ახალი მთავრობის და სამთავრობო პოლიტიკის წარდგენისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის 10-წლიანი განვითარების გეგმა 100 დღეში მომზადდებოდა. პრემიერის დაპირების მიხედვით, გრძელვადიანი გეგმა მაისის ბოლომდე დაიდება.

განხილვაში პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი ჩართული არ არის, თუმცა ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

„როგორც ვიცი, კონსულტაციები დაწყებულია, კერძო სექტორიც აუცილებლად ჩაერთვება. აღმასრულებლის მხრიდან მონახაზი უნდა არსებობდეს, რათა მასთან მიმართებაში კერძო სექტორს ინფორმაცია ჰქონდეს“, - განაცხადა ლილუაშვილმა და დასძინა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს.

უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ინვესტიციებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს ინვესტიციებზე ორიენტირებული და იმედი მაქვს, რომ როცა მთავრობა ეკონომიკურ გეგმას წარადგენს, მთავარი აქცენტი სწორედ ამაზე იქნება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პოსტპანდემიურ პერიოდში როგორც უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან ინვესტიციების ჩადებას და უნდა წავიდეთ მაქსიმალურად თამამი ნაბიჯებით, მათ შორის უნდა განვიხილოთ საგადასახადო შეღავათები, ისევე როგორც გვქონდეს ხელშეწყობის პოლიტიკა, რათა ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან“, - აღნიშნა მან.