მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ ამ სწრაფი ტესტით - პაატა იმნაძე

5e726765c9c4d
თამთა ჯიჯავაძე
18.03.20 22:25
20448
დღეს ვინც დაახველებს და იტალიაში იყო, თუ ყველას ვტესტავთ, შემდეგ უბრალოდ ვინც დაახველებს, ყველას გატესტავენ ამ სწრაფი ტესტით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ აგრესიული ტესტირების პრაქტიკა გამოიყენა სამხრეთ კორეამ.

„ეს არის ტაქტიკა, რომელიც ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით გამოიყენა სამხრეთ კორეამ. ვირუსის გავრცელების გარკვეულ ეტაპზე, ისინი გადავინენ ძალიან ფართომასშტაბიან ტესტირებაზე და აქტიურ გამოვლენაზე ინფიცირებულების“, - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში იგეგმება ამ მეთოდის გამოყენებაც, - „ჩვენ პრინციპში გვინდა, რომ კომბინირებულად გამოვიყენოთ ის მეთოდები, რომელსაც იყენებს დასავლეთის ქვეყნები და ჩინეთმა რაც გამოიყენა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, იქნება მოლაპარაკება კორეასთან და ჩინეთთან, რათა მოხდეს აღნიშნული სწრაფი ტესტების შეძენა, რომლის გამოყენება, შესაძლოა, არამხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, არამედ ფართოდ - საავადმყოფოებმა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმაც გამოიყენონ.

მანვე დასძინა, რომ ეს არ იქნება იაფი სიამოვნება.

რას ნიშნავს აგრესიული ტესტირება და როდის ჩამოვა საქართველოში ახალი ტესტები? - მინისტრის განმარტება