მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვინც იცრება, მეორე დღეს შეუძლია დაისვენოს” – როგორ მიაღწია თიბისიმ თანამშრომლების 60%–იან აცრას?

613dae78bea58
BM.GE
12.09.21 11:31
4222
თიბისის თანამშრომლების დაახლოებით 60% უკვე აცრილია კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით, დაახლოებით 20%-ს გაცხადებული აქვს, რომ ერთი თვის ვადაში აიცრება – ამის შესახებ გადაცემა “Forbes კვირაში” თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თიბისის მიზანია, რომ ერთ თვეში აცრის 80%–იან მაჩვენებელზე ავიდნენ.

“ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ კოლეგები ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, არამედ გამომდინარე იქიდანაც, რომ ყოველდღიურად ჩვენ მილიონამდე მომხმარებელს ვემსახურებით.

როგორ მოახერხეთ, რომ ამ ნიშნულს მიაღწიეთ? ვიცით, რომ ყველა კომპანიას ინდივიდუალური მიდგომა აქვს, ზოგიერთმა საერთაშორისო კომპანიამ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებებიც კი მიიღო აუცრელ თანამშრომლებთან მიმართებით…

კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი. მე და ჩვენს მენეჯმენტს ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია თანამშრომლებთან. გარდა ამისა, სპეციალისტებთან, ექიმებთანაც შეხვედრები იმართება. ZOOM-პლატფორმის მეშვეობით მსგავს შეხვედრებს ყოველდღიურად ასობით თანამშრომელი ესწრება. გარდა ამისა, ჩვენ მათ გარკვეული მოტივაციაც მივეცით. მაგალითად, ვინც აიცრება, იცის რომ მეორე დღეს შეუძლია დაისვენოს. გავცემთ ასევე გარკვეულ ვაუჩერებს. ასევე წამახალისებელია მოწინავე მაჩვენებლებით გამარჯვებული ფილიალის გამოცხადებაც. თუმცა, არც ეს შიდა მოტივაციებია საკმარისი. ამიტომ ჩვენ შემოვიტანეთ გარკვეული წესები, როგორც ეს ბევრმა გლობალურმა კომპანიამ, მათ შორის მსხვილმა ბანკებმაც დააწესა. ასე რომ, საერთო ჯამში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდისთვის სამი მიდგომა გავითვალისწინეთ: 1. ახსნა, თუ რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი; 2. მოტივატორების შეთავაზება; 3. საჭირო ადმინისტრაციული წესების ამუშავება”,– აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.