ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების გუშინ დაწყებულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის უწყებას სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის პრობლემა არასდროს ჰქონია.
„ვინც კი დააპირა აქციის გამართვა, ყველა ჩემს კაბინეტში მოვიწვიე“, - განაცხდა ნათია თურნავამ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ, რომელიც გუშინ პარლამენტთან დაწყებულ ტურიზმის ინდუსტრიის საპროტესტო აქციას შეეხებოდა.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მან არ იცის, რამდენად გამომდინარეობს აქციის მონაწილეების მოთხოვნები ინდუსტრიის საჭიროებებიდან. ნათია თურნავას თქმით, შეხვედრის შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს საგნობრივი და არა პოლიტიზირებული.
„ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით არის ერთგვარი წინა ხაზი ტურიზმის ინდუსტრიასთან საკომუნკაციოდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს დონეზე, ჩემი მოადგილეებისა და ტურიზმის ადმინისტრაციის დონეზე, სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და ჯგუფთან, კომპანიებთან ჩვენი დღის წესრიგის გარკვეული ნაწილი ამას ეთმობა, იმიტომ, რომ ვიცით, პრობლემები კვლავაც გრძელდება და ძალიან სერიოზული ყურადღება სჭირდება ამ ინდუსტრიას.
არ მგონია, რომ რაიმე ისეთი სერიოზული პრობლემა არსებობს, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდეთ, ამიტომ აქციებით ჩვენთან საუბარი არ არის საჭირო, არ სჭირდებათ ელემენტარულად აქციები. ვინც კი დააპირა აქციის გამართვა, ყველა ჩემს კაბინეტში მოვიწვიე. არ ვიცი, ეს ჯგუფი რამდენად აყენებდა მოთოვნებს ინდუსტრიიდან გამომდინარე. ყური მოვკარი, რომ უფრო პოლიტიზირებული მოთხოვნები იყო... არ მახსენდება, რომ მათ ჩვენთან შეხვედრა მოეთხოვოთ, მოითხოვონ და შევხვდებით. მაგრამ საუბარი უნდა იყოს საგნოვბრივი და არა პოლიტიზირებული, აქედან გამომდინარე კომუნიკაციის პორბლემას ვერ ვხედავ ჩვენს სამინისტროსთან... რაზეც გვისაუბრია სექტორთან აგვისახია პროგრამებში... თუ მიტინგი მიტინგის გულისთვის ტარდება ეს უკვე სხვა საკითხია“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების აქცია გუშინ 14:00 საათზე დაიწყო. ინდუსტრიის წარმომადგენლები პრემიერ მინისტრთან შეხევდრას ითხოვენ, რომელსაც ტურიზმის ამოქმედების თავის ხედვას გაუზიარებენ, იმისთვის, რომ სექტორმა 2021 წლიდან ამოქმედება შეძლოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი