მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინც მარნეულსა და ბოლნისში არ ცხოვრობს, მაგრამ კარანტინში მოხვდა, ორი კვირა ადგილზე დარჩება

5e78634178377
დავით ჯალაღონია
23.03.20 11:20
1767
ვინც მარნეულსა და ბოლნისში არ ცხოვრობს, მაგრამ კარანტინში მოხვდა, ორი კვირა ადგილზე დარჩება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მარნეულში შესვლამდე ჟურნალისტებს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში. მათი გადაყვანა არსად მოხდება. ამისთვის დაკონტრაქტებულია რამდენიმე სასტუმრო. საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება და ისინი აქ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან", - განმარტა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.