მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინილის ფირფიტებმა გაყიდვებით CD დისკებს გაუსწრო

5f5f317c7a41f
ნათია თაქთაქიშვილი
14.09.20 23:19
1741
ვინილის ფირფიტებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ გაყიდვებით CD დისკებს გაუსწრო. ვინილის ფირფიტებზე ასეთი მოთხოვნა 1980 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა და ანალიტიკოსები ამას მსმენელის ფირფიტებისადმი ნოსტალგიით ხსნიან. ამის შესახებ ინფრომციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 232.1 მილიონი ვინილის ფირფიტა გაიყიდა, მაშინ როდესაც CD დისკების გაყიდვებმა 129.9 მილიონი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ვინილის ფირფიტებზე მოთხოვნა 2005 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს იზრდება და 2020 წლის პირველ ნახევარში, ვინილის შემოსავლები 4%-ით გაიზრდა, ხოლო CD დისკების შემოსავლები 48%-ით შემცირდა.

გამოცემა წერს, რომ პანდემიამ ვინილის ფირფიტების ფიზიკურ გაყიდვებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და 23%-ით შემცირდა, მაგრამ ფირფიტებზე მოთხოვნა ონლაინ გაყიდვების მიხედვით მზარდია.

ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, შემოსავლები გაეზარდათ ფასიან მუსიკალურ ონლაინ სტრიმინგ კომპანიებს, როგორიც არის Spotify და Apple Music. ზრდამ დაახლოებით 24% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალურ ონლაინ სტრიმინგ კომპანიებზე მუსიკალური ინდუსტრიის მთლიანი შემოსავლების 85%-ზე მეტი მოდის.

გამოცემა წერს, რომ მთლიანობაში მუსიკალური ინდუსტრიის გაყიდვები 5.6%-ით გაიზარდა და 5.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა მიმდინარე წლის 6 თვეში.