10.ივლისი .2020 17:10

„ვინმე დამასწრებს ამის გაკეთებას, ბიზნესის ნიშა რომ დავინახო? - ჯოხთაბერიძე 5G-ს დანერგვაზე

views 3767
უკან

კომპანია „მაგთიკომის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი, გია ჯოხთაბერიძე 5G-ს საქართველოში დანერგვაში ბიზნესის ნიშას ვერ ხედავს. განცხადება მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. ჯოხთაბერიძემ  სიტყვით გამოსვლისას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უზურპატორი უწოდა.

„ახლა ვდგებით კიდევ საშიშროების წინაშე. კახა ბექაურს თანამშრომლები აღარ უჩერდებიან და გარბიან სამსახურიდან. უნდა, რომ საქართველოში შემოიტანოს 5G. მე, გია ჯოხთაბერიძეს, ვინმე დამასწრებს ამის გაკეთებას ბიზნესის ნიშა რომ დავინახო შიგნით? არ არის ამაში ბიზნესის ნიშა. მოვიარე მთელი მსოფლიო, კონგრეში დავდივართ, ვინმეს რამე თუ შეუძლია. მე თუ დავინახე, რომ ნიშა არის, ხომ შევთანხმდებით და თავად გავაკეთებთ ამას? რად მინდა მათრახი, ამას გიზამ და იმას გიზამო. დავუშვათ ჩამოვიტანეთ „ფერარი“ და დავაყენეთ ორთაჭალაში მტკვრის პირას - მიდი ახლა შებერე მლეთამდეო, წავა? ვერა, ვერ წავა. გთხოვთ, შეამოწმოთ ეს“, - მიმართა გია ჯოხთაბერიძემ კახა ბექაურს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა