მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიონი საქართველოს“ განცხადება აბონენტთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

6141ed0db0d12
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.21 17:17
758
„ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ აბობნენტთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„ბილაინს“, როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერი, წამყვანი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აქციები NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზეა განთავსებული, დანერგილი აქვს აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები.

აბონენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას, კომპანიაში არსებული შესაბამისი ნორმების გარდა, ასევე „ბილაინში“ დანერგილი მოწინავე ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომელიც როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკით არსებულ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. შესაბამისად, განცხადება თითქოს „ბილაინი“ რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადასცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მით უმეტეს რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია ჩვენ ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას ვემიჯნებით.

აბონენტთა მონაცემების დაცვა, „ბილაინის“, როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ - პრინციპია, რისთვისაც კოპმანია მნიშვენლოვან ხარჯსაც იღებს და ამის მაგალითია წელს, 15 ივნისს მსოფლიოში წამყვან კორპორაცია „ნოკიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მონაცემთა დაცვის უახლესი ტექნოლოგიაა.

"ბილაინი" ასევე არის GDPR -ის (General Data Protection Regulation) - ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა რეგულაციის ნორმების დანერგვის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლესი სტანდარტი კანონმდებლობით არ მოითხოვება“, - ნათქვამია კომპანია „ვიონი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(NS)