მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VIP Aviation: შეზღუდვების შემსუბუქება ბაზრის სეგმენტის “გამრავალფეროვნებაზე” დადებითად აისახა

604f38bc1e6d7
ლიკა გურაბანიძე
15.03.21 23:20
825

“იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი რეგულაცია შემსუბუქდება და გაიზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში ჩამოსვლა შეეძლებათ, ეს ბაზრის განვითარებაზეც იმოქმედებს", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” VIP Aviation-ის დირექტორმა მირიან სარიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვების შემსუბუქება ბაზრის სეგმენტის “გამრავალფეროვნებაზე” დადებითად უკვე აისახა.

“ისეთი ჩარტერული ფრენების განხორციელება დაიწყო, რომელიც ძირითადად სხვადასხვა რეგიონებიდან მოდის და მას სხვადასხვა ბიზნესმენები მოჰყვებიან, ეს კი ადრე შეზღუდული იყო. ჩვენ უკვე კოვიდ-პასპორტიანი მგზავრებიც გვხვდებიან. დღეს კოვიდრეალობაში ვცხოვრობთ და მნიშვნელოვანია მსგავსი სიტუაციის გამეორების შემთხვევაში, გეგმა არსებობდეს. აუცილებელია გარკვეული ინსტრუქცია გაიწეროს, რათა ეკონომიკის მყისიერი ჩაკეტვა არ მოხდეს და ამის შედეგად ბიზნესები არ გაჩერდნენ.

პოსტკოვიდურ პერიოდში აუცილებელია, რომ ხელი შეეწყოს ისეთი სტრატეგიის შექმნას, რომელიც მსოფლიოში არსებულ დიდ მოთამაშეებს საქართველოს ბაზრით დააინტერესებს.” - განმარტა სარიშვილმა.