მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Virgin Australia 3,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

5f2a82a915880
ნათია თაქთაქიშვილი
05.08.20 23:22
792
ავიაკომპანია Virgin Australia-ის ახალი მფლობელი Bain Capital-ი აცხადებს, რომ 3,000-მდე თანამშრომლის შემცირებას გეგმავს და ავიაკომპანია ფოკოსირებას მოახდენს მოკლე რეისებზე და შიდა ფრენებზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Virgin Australia-ს ახალი მფლობელი ავიაკომპანიის რესტრუქტურიზაციას ფრენებზე შემცირებული მოთხოვნით ხსნის, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

„აღნიშნული ცვლილებები დაგვეხმარება დაახლოებით 6,000-მდე სამუშაო ადგილის გარანტირებულად შენარჩუნებაში, ხოლო მომავლისთვის ეს იქნება გარანტორი სამუშაო ადგილების 8,000-მდე გაზრდის“,- აღნიშნულია ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

Virgin Australia-ს აღმასრულებელი დირექტორის პოლ სქურას განცხადებით, ავიაცია და ტურიზმი ისევ გაურკვევლობაში რჩება კორონავირუსის პანდემიის გამო და ის აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მომავალი სამი წლის განმავლობაში შიდა ფრენებზე და მოკლე რეისებზე იქნება.

გამოცემის მიხედვით, Virgin Australia-ია ავსტრალიის მეორე ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა, რომელიც ჯამში 10,000-მდე ადამიანს ასაქმებდა.