22.აგვისტო .2019 23:30

Virgin Galactic კოსმოსში ტურიზმის განვითარებას რამდენიმე თვეში გეგმავს

views 248
უკან

ამერიკული კოსმოსური კომპანია Virgin Galactic კოსმოსში ტურიზმის განვითარებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. როგორც კონცერნის ხელმძღვანელმა ახალი საკონტროლო ცენტრის პრეზენტაციისას ნიუ-მეხიკოს უდაბნოში მედიასთან საუბრისას განაცხადა, ორბიტაზე გასეირნება უკვე სულ რაღაც რამდენიმე თვეში იქნება რეალური და შესაძლებელი.

"დღეს უდიდესი დღე იყო, ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე თვე დაგვჭირდება ჩვენი სურვილების რეალობად ქცევისთვის", - დასძინა რიჩარდ ბრენსონმა.

მილიარდერი და Virgin Galactic-ის მეპატრონე ამბობს, რომ კოსმოსში მოგზაურობაზე სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე გამოთქვა. მათ მიერ შედგენილ 600–კაციან სიაში 60 ქვეყნის წარმომადგენლები ფიგურირებენ, რომლებიც ორბიტაზე Virgin Galactic-სთან ერთად გაემგზავრებიან.

აღსანიშნავია, რომ Virgin Galactic პირველი კომპანია არ არის, რომელიც კოსმოსში ტურისტულ ვოიაჟებს გეგმავს. ამ დრომდე ორბიტაზე ტურისტების წაყვანისთვის მზადყოფნა ოფიციალურად გამოთქვეს SpaceX-მა, Blue Origin-მა და Virgin Atlantic-მაც. Axiom Space-ი 2022 წლისთვის კოსმოსში სასტუმროს გახსნასაც კი აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა