08.ოქტომბერი .2019 00:20

ვირტუალური ტური ვენაში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენთან ერთად

views 305
უკან

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, როგორც ქალაქის ვირტუალური გზამკვლევი - ვენაში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ქალაქის ღირსშესანიშნაობების ტურები ცნობილ კომპოზიტორთან ერთად შეუძლიათ განახორციელონ; ამისთვის Bose Frames -ია საჭირო -  ეს არის სათვალე ინტეგრირებული ყურსასმენებით და მობილური ტელეფონის სპეციალური აპლიკაცია.

Bose Frames-ის სათვალე უფასოა და მას ვენაში Albertinaplatz-ზე მდებარე ტურისტულ ცენტრში გათხოვებენ. 

უფასოა აპლიკაციაც, რომლის სახელწოდებაა  "RelatedToAustria" მხოლოდ iPhone -ის ტელეფონებისთვისაა ხელმისაწვდობი. Android-ის მომხმარებლები კი, ვენას ბეთნჰოვენთან ერთად ვერ დაათვალიერებენ.


ტური ვენის ცენტრში 1 საათი გრძელდება. 

ბეთჰოვენის ვირტუალური ტური კომპოზიტორის 250 წლის იუბილეთია შთაგონებული. აპლიკაცია  Österreich Werbung-მა შექმნა. ბეთჰოვენის დაბადების დღეს დევიზით - "ვენა 2020 - მუსიკის დედაქალაქი" მომავალ წელს მასშტაბურად აღნიშნავენ. ბეთჰოვენი 1770 წელს ბონში დაიბადა და 1827 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გარდაიცვალა.