მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირუსის შეკავებისთვის უფრო მნიშვნელოვანი უსიმპტომო პაციენტების ტესტირებაა - ჭიაბერაშვილი

61f15a703f484
ანუკა ჯოხაძე
26.01.22 19:00
701
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი თებერვლიდან უსიმპტომო პაციენტების უფასო ტესტირების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ის უნდა გავრცელდეს იმ სექტორებში დასაქმებულებზეც, რომელთა უფასო ტესტირებას დღეს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ ncdc-ის რეკომენდაცია არსებულ რეალობასთან თანხვედრაში არ მოდის. მისი განმარტებით, მთავრობას ქვეყანაში ტესტირების სიმძლავრეების გაძლიერებაზე დიდი ხნით ადრე უნდა ეზრუნა.

"დღეს უსიმპოტომო პაციენტებისთვის ტესტებზე ხელმისაწვდომობა კი არ უნდა შეიზღუდოს არამედ, პირიქით, გაიზარდოს", - ამბობს ის.

ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ ტესტირების რესურსის დაზოგვა სიმპტომიანი პაციენტების შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომლებიც სიმპტომების გამოვლენისთანავე, ტესტის გაკეთების გარეშე იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და ჩათვალონ, რომ კოვიდით არიან ინფიცირებული.

“დელტას შემთხვევაში, მთავარი აქცენტი ჰოსპიტალიზაციაზე უნდა გაკეთებულიყო, "ომიკრონის" დროს კი - ტესტირებებზე, რათა ადამიანებმა სწრაფად გაიგონ, რომ ვირუსის მატარებლები არიან და სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში. ეს ჩვენთან არ ხდება. მითუმეტეს მოვისმინე, რომ მხოლოდ სიმპტომური პაციენტები დაიტესტებიან, მაშინ როცა ეპიდემიოლოგიური შეკავების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო დიდი მნიშნელობა აქვს უსიმპტომო პაციენტების ტესტირებას. მთავრობის ადგილას, მე გავაკეთებდი განცხადებას, რომ თუ კი რაიმე სიმპტომი აქვს ადამიანს, რაც შეიძლება სეზონური გრიპითაც იყოს გამოწვეული, ჩავთვალოთ, რომ კოვიდინფექცია აქვთ და უნდა გადავიდნენ იზოლაციაში. იმ ადამიანების შემთხვევაში, კი რომლებსაც სიმპტომი არ აქვთ, სასურველია, სახელმწიფომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ტესტები, რათა ადამიანებს, რომლებიც სამსახურში დადიან, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ტესტებზე და სწრაფად გამოვლინდეს ვირუსი", აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი.