21.მარტი .2020 10:48

ვირუსით ბოლოს ინფიცირებული 3 პირიდან, 1 ესპანეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში იყო

views 383
უკან

კორონავირუსით ბოლოს ინფიცირებული 3 პაციენტიდან, 1 ესპანეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას დანარჩენ ორ პაციენტზე ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტი ახალგაზრდა ასაკისაა, მისი კონტაქტები დადგენილია, ამჟამად ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

„პირველადი შეხედულებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ტესტების პასუხები გუშინ იყო და ახლა დაწყებულია დანარჩენი კვლევები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-ს შეადგენს, მათ შორის 1 გამოჯანმრთელებულია.