22.იანვარი .2022 10:58

ვირუსით ინფიცირების რეკორდი - ბოლო 24 საათში 11 039 შემთხვევა დაფიქსირდა

ვირუსით ინფიცირების რეკორდი - ბოლო 24 საათში 11 039 შემთხვევა დაფიქსირდა
views 527
უკან

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 875 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 189 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 11 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, 42 კი გარდაიცვალა.

დღის სრული სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 041 749 , ბოლო 24 საათში - 11 039
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 956 627 , ბოლო 24 საათში - 5 199
მათ შორის გარდაცვლილი - 14 673 , ბოლო 24 საათში - 42
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 63 875, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 686, PCR ტესტით - 25 189
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 17,28%, ბოლო 14 დღის - 11,98%, ბოლო 7 დღის - 14,32%
სულ აცრილია - 2 651 265, დღიურად აცრილია - 7 193
კარანტინის რეჟიმში - 39
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 462
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 921.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა