16.აპრილი .2021 00:30

ვის აქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტები? - TOP-10

ვის აქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტები? - TOP-10
views 522
უკან

ანალიტიკური პორტალი Statista, Henley Passport Index-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალს აქვეყნებს.

Henley Passport Index-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონური პასპორტია. ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. იაპონიის პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 193 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა შესაძლებელი. იაპონიის შემდეგ სიძლიერით მეორე პასპორტი აქვს სინგაპურს, სინგაპურის პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ ეწვიონ 191 ქვეყანას.

ძლიერი პასპორტების TOP-10:

•იაპონია – 193 ქვეყანა და ტერიტორია
•სინგაპური – 192 ქვეყანა და ტერიტორია
•სამხრეთ კორეა, გერმანია – 191 ქვეყანა და ტერიტორია
•იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი – 190 ქვეყანა და ტერიტორია
•დანია, ავსტრია – 187 ქვეყანა და ტერიტორია

აღსანიშნავია, რომ Henley Passport Index-ი პასპორტების რეიტინგს ყოველწლიურად საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა