მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის არ შეეხება 15 იანვრამდე დაწესებული "უქმე დღეები" - გამონაკლისების ჩამონათვალი გაიზარდა

5ff5bd098257a
BM.GE
06.01.21 17:26
3151
3-დან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე/დასვენების დღეები არის გამოცხადებული. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, უქმე დღეები ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ჯანდაცვის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რომელიც "უქმე დღეებში" მომუშავეთა სიას აფართოვებს. ახალი ბრძანების თანახმად, სურსათით ვაჭრობის, საბანკო და ფარმაცევტულ საქმიანობებთან ერთად ახალი გამონაკლისებიც განისაზღვრა. მათ შორისაა მეტალურგიული საქმიანობა და წიაღისეულის მოპოვება. 

გამონაკლისების ჩამონათვალი ასეთია:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა.

4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.

5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.
6. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.

9. სამაშველო საქმიანობა.

10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).

12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

13. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.