მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ჩაბარდა 4 ძირითადი მიმართულება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში?

5e760a1ea36c2
BM.GE
21.03.20 16:21
1731
უწყებათაშორისმა საბჭომ გამოყო 4 ძირითადი მიმართულება, რომლის სისტემურ მართვაზეც არის დამოკიდებული ეფექტურობა საქართველოს მთავრობის მოქმედების, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ აღნიშნულ მიმართულებებზე ისაუბრა და შესაბამისი მიმართულებების პასუხისმეგებლი პირები დაასახელა.

„ეს გახლავთ, პირველი, ჯანდაცვის მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მეორე, სამოქალაქო წესრიგი და უსაფრთხოება, რომელზეც პასუხისმგებელი გახლავთ ბატონი ვახტანგ გომელაური. მესამე, სურსათი, სასურსათო უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება, რომელზეც პასუხისმგებელია ბატონი ლევან დავითაშვილი და მეოთხე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკაზე ზიანის მინიმიზება და შემდგომ უკვე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.