გასულ კვირას მთავრობამ ორთვიანი შეზღუდვების მორიგი ტალღა დააანონსა. შედეგად, სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი, ასევე, რესტორნები დაიკეტა და აღნიშნულ სექტორს 28 ნოემბრიდან მხოლოდ ონლაინ შეუძლია სერვისის მიწოდება.
შეზღუდვების შედეგად არაერთი მოქალაქე შემოსავლის გარეშე დარჩა. მთავრობამ მათ წინა “ლოქდაუნის” მსგავსად ფინანსური დახმარება შესთავაზა - 200-200 ლარი 6 თვის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულებისთვის და ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის, რომელთა საქმიანობის სფეროც შეიზღუდა. ამას გარდა, მთავრობის შუამდგომლობით ადამიანებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში, საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ.
ამისთვის კი კონკრეტული პროცედურების გავლაა საჭირო - პირველ რიგში, მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ სამთავრობო პორტალზე - http://compensation.moh.gov.ge/ (პორტალი უახლოეს დღეებში უნდა განახლდეს და ხელახლა დაიწყოს მოქალაქეების განაცხადების მიღება). ამ ბაზაში მოხვედრის შემდეგ მათ შეუძლიათ, ინდივიდუალურად მიმართონ ბანკებს და სთხოვონ სესხების რესტრუქტურიზაცია.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ განაცხადების განხილვა ასევე ინდივიდუალურად მოხდება და ძირითად შემთხვევაში მოქალაქეებს სესხების 3-თვიან რესტრუქტურიზაციას შესთავაზებენ.
ალეკო ძნელაძის თქმითვე, განაცხადების მიღება ბანკებში 24 დეკემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა, საფინანსო დაწესებულებები, დიდი ალბათობით, ვადის ამოწურვას არ დაელოდებიან და სესხების რესტრუქტურიზაცია პარალელურ რეჟიმში მოხდება.
მიმდინარე წელს სესხების გადავადება მოქალაქეებისთვის 2-ჯერ მოხდა 3-3-თვის განმავლობაში მოხდა. ასევე განხორციელდა ბიზნესისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია. ძნელაძის ინფორმაციით, პირველად, სესხების ავტომატურად გადავადების პერიოდში, სულ 2 მილიონზე მეტი სესხი გადავადდა, მეორე ჯერზე 700 ათასი, ახლა კი საბანკო სექტორის მოლოდინია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და სესხების რესტრუქტურიზაციით შედარებით ნაკლები ადამიანი ისარგებლებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა