მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის და როგორ შეუძლია სომელიეთა სკოლაში მოხვედრა? - დეტალები

61685d891de0e
ინგა მურუსიძე
23.10.21 22:00
1517
კავკასიის უნივერსიტეტში „ხეცურიანის სომელიეს სკოლა/კავკასიის უნივერსიტეტი" გაიხსნა. პრეზენტაცია გასულ კვირას გაიმართა. სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სკოლაში მოხვედრა ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა მან გასაუბრება უნდა გაიაროს.

„ჩვენთან მოსახვედრად საკმარისია მსურველმა მოიწეროს ჩვენს Facebook-გვერდზე. რეალურად სკოლა დიდი ხანია არსებობს, ბევრი კურსიც ჩავატარეთ, თუმცა ახლა გაერთიანდა ჩვენი და კავკასიის უნივერსიტეტის ძალები და ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ აკადემიური პროგრამები. ჩვენ გვაქვს ოთხი კურსი: სომელიეს და ღვინის ბიზნესის, მეორე არის WSET-ის ორი დონე, ანუ საერთაშორისო კვალიფიკაცია ღვინოში, ასევე გვაქვს ღვინის ენთუზიასტის კურსი, რაც მოყვარულებისთვისაა. გარდა ამისა, შემდეგი წლიდან აკადემიური პროგრამების დამატებასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ხეცურიანმა.

მისი განმარტებით, წელს მხოლოდ ორჯერ ჩატარდა კურსი, თბილისსა და თელავში და ჯამში 40-მდე სტუდენტი ჰყავდათ. სტუდენტების რაოდენობის სიმცირე კი სწავლების ხარისხს და ნაკლებად, თუმცა პანდემიასაც უკავშირდება.

„ასეთ კურსზე ძალიან ბევრი ადამიანი არ უნდა იყოს. დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა ყველას მიღებას ვერ ვახერხებთ“, - განაცხადა ხეცურიანმა.

როგორც ის განმარტავს, სომელიეთა სკოლა კურსდამთავრებულებს დასაქმებაში ეხმარება და 90% უკვე დასაქმებულია. „ვინც ძლიერია, ყველას ორი-სამი სამსახური აქვს, ზოგიერთი აწი აბარებს სომელიეს გამოცდას. ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, ის სექტორშია დასაქმებული და ა.შ. ჩვენ ჩვენს სტუდენტებს რეკომენდაციებს ვუწევთ“, - ამბობს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

შალვა ხეცურიანის ინფორმაციით, 8 ნოემბერს 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლების კურსთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებული პირი კითხვებზე პასუხებს მიიღებს.