მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის და რამდენი მილიონის ტენდერები აქვს მოგებული შპს “მამისონს”?

63623853d0624
BM.GE
02.11.22 14:09
5203
მეტრო „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა. ვარკეთილის მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც „მამისონმა“ გაიმარჯვა და ამ ტენდერშიც გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები.

ტენდერების მონიტორის სისტემის მონაცემებით, შპს მამისონს 2012 წლის შემდეგ 73 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური მოცულობაც 187 მილიონ ლარამადეა. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი 14.6 მილიონ ლარს შეადგენს და ის 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმდა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს “მამისონი” 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილსაც შპს “ევროდ ჰოლდინგი” ფლობს. თავად “ევორდ ჰოლდინგის” ამონაწერის მიხედვით, შპს “ევორდ ჰოლდინგის” მესაკუთრე და დირექტორი ბიზნესმენი ნიკოლოზ ჭკადუაა.

მეტრო "გოცირიძეზე" საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული საქმე კომპანია “მამისონმა” გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონს აღემატება.