„ცენტრ პოინტის“ მიერ დაწყებული და აუშენებელი კიდევ სამი პროექტი დასრულდება. ინვესტორი ნაპოვნია და უკვე გადაწყვეტილია, რომ სამშენებლო კომპანია „იქსმშენ დეველოპმენტი“ მომდევნო 2,5 - 3 წლის განმავლობაში პეტრე იბერის, ბოხუასა და ხოშარაულის ქუჩებზე, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაწყებულ დაუსრულებელ მშენებლობებს დაასრულებს.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს "იქსმშენ დეველოპმენტი" 2017 წლის 13 დეკემბერს არის რეგისტრირებული და მის 100%-აინ წილს ბიზნესმენი რუდოლფ ნაზაროვი ფლობს. ნაზაროვი ასევე კომპანიის დირექტორიცაა. საჯარო რეესტრის თანახმად, ნაზაროვი კიდევ რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილს, მათ შორისაა 40%-იანი წილი გათბობის სისტემების სამონტაჟო კომპანია შპს "თბილი სახლში". კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმადაც, "თბილი სახლის" შემოსავალი 36.4 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 2.6 მილიონი ლარი იყო.
"იქსმშენ დეველოპმენტისთვის" პროექტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. BM.GE-ს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განუცხადა, რომ მშენებლობების დასრულების შედეგად 800-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება.
რაც შეეხება დათმობებს, რომელზე წასვლაც დედაქალაქის მთავრობას შეთანხმებების დასასრულებლად მოუწია, ასეთია: K2 კოეფიციენტის გაზრდა, არქიტექტურული საკითხები და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არაარსებითი საჭიროებები.
„ავამაღლეთ K2 კოეფიციენტი, გათვალისწინებული იქნა არქიტექტურული პრეფერენციებიც. ყველა ეს მშენებლობა დაწყებულია 2008 წლამდე, შესაბამისად, მათზე გავრცელდა 2008 წლამდე არსებული კანონმდებლობა და არა ის, რომელიც დღეს გვაქვს. დღეის მდგომარეობით, მშენებლობების მიმართ ძალიან მაღალი სტანდარტია დაწესებული. მაგალითად სახანძრო უსაფრთხოების წესები, რომელსაც აქვს არსებითი და არაარსებითი ხასიათი. არსებითები გავათვალისწინებინეთ ინვესტორს, ხოლო არაარსებითზე გარკვეული პრეფერენციები მივეცით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს „სპრინკლერების“(ხანძრის დროს წლის გამანაწილებელი) დაყენება, ხოლო სახანძრო კიბე, გასასვლელები და ა.შ. ყველა ინვესტორს გავათვალისწინებინეთ. დათმობებზე წასვლა მოგვიწია "ოლიმპიური ვარსკვლავის" მიერ პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც“, - ამბობს ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება საინვესტიციო მოცულობას, როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, არსებობენ ადამიანები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაგანაც „ცენტრ პოინტს“ თანხა აქვს ნასესხები და ინვესტორმა ვალი უნდა დაფაროს, დაახლოებით 15 მლნ დოლარი. ჟორჟოლიანი მთლიანი ინვესტიციის მოცულობას არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ „სოლიდური ინვესტიციაა“ და კვადრატულ მეტრზე 250 დოლარია ნავარაუდევი.
საკითხის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ