მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ჰყავს ყველაზე მეტი გამომწერი Twitter-ზე? - რეიტინგის TOP ათეული

6049090ed2228
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.21 00:30
1302
ანალიტიკური გვერდი Statista იმ ცნობილი პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, ვისაც ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე. სოციალური ქსელი, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, დიდი პოპულარულობით სარგებლობს როგორც მსოფლიო პოლიტიკოსებს,მ ასევე ვარსკვლავებს შორის. Twitter-ს დღეში დაახლობით 192 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

2021 წლის მარტის მონცემებით, Twitter-ზე ყველაზე მეტი გამომწერი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჰყავდა. ობამას „ფოლოვერების“ რაოდენობამ 130 მილიონი შეადგინა, მას მოჰყვება მომღერალი ჯასტინ ბიბერი - 114 მილიონი „ფოლოვერით“.

წარმოგიდგენთ Twitter-ის 10 ანგარიშს, რომელსაც ყველაზე მეტი გამომწერი, ანუ „ფოლოვერი“ ჰყავს:

1. ბარაკ ობამა - 129.79 მილიონი
2. ჯასტინ ბიბერი - 114.04 მილიონი
3. კეტი პერი - 109.52 მილიონი
4. რიანა - 102.22 მილიონი
5. კრისტიანუ რონალდუ - 91.39 მილიონი
6. ტეილორ სვიფტი - 88.51 მილიონი
7. ლეიდი გაგა - 83.98 მილიონი
8. არიანა გრანდე - 82.3 მილიონი
9. ელენის შოუ - 79.22 მილიონი
10. Youtube-ის არხი - 73.02 მილიონი