24.აპრილი .2020 21:50

ვის შეეხება ორშაბათიდან ღონისძიებების შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი

views 950
უკან

ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, ჩვენ ვიწყებთ ღონისძიებების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურეობა ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

„აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს. ამ შემთხვევაში, ყველა ეს მიმართულება ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს აბსოლუტურად მკაფიოდ შექმნილი პროტოკოლები, რომლებიც ნიშნავს, რომ მაგალითად, ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით. ღია აგრარულ ბაზრებს აქვთ სპეციალური, ეპიდემიის კონტროლის მექანიზმები, რომელიც უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, ეს მიმართულებები ორშაბათიდან იქნება გახსნილი და ნებადართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა