13.მაისი .2020 16:29

ვის უმკურნალებენ "რემდესივირით" საქართველოში?

views 440
უკან

საქართველოშ ჩამოსული „რემდესივირის“ რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმ პაციენტების რაოდენობაზე, ვისაც აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა სჭირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„6 კლინიკა არის ინფექციური საავადმყოფოს გარდა, რომელიც იქნება მთავარი მკვლევარი. ეს არის ის ძირითადი კლინიკები, რომლებიც აქამდე მართავდნენ კოვიდ პაციენტებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ჩამოვა ქვეყანაში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პაციენტი დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს.

ამ შემთხვევაში „რემდესივირი“ განკუთვნილია მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა. იმედი გვაქვს ასეთი პაციენტი ბევრი არ იქნება და პროტოკოლურად მოხდება მკურნალობაში მათი ჩართვა“, - განმარტა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა