მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვის უნდა უჩივლო, ოღონდ რაიმე მოგვცენ“ - პაატა იმნაძე COVAX-ის პლატფორმაზე

603fe68d35e04
თამთა ჯიჯავაძე
03.03.21 23:45
739
მე ქვევითა ვარ, შენ ზევით, როგორ აგიმღრევ წყალსაო, ვის უნდა უჩივლო, ოღონდ რაიმე მოგვცენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის“ ეთერში COVAX-ის პლატფორმისთვის შესაძლო ჩივილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"3 თებერვალს COVAX-ს პლატფორმამ ყველა ქვეყნის სია გამოაქვეყნა, ვის როდის უნდა მიეღო [ვაქცინა]. იყო პრეცედენტი, როდესაც ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად უჩივლა, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით ისეთივეა, როგორც ჩვენთან“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ COVAX-ის პლატფორმას შესაძლოა უჩივლოს, ვინაიდან ქვეყანას ამ დრომდე არ მიუღია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკვე გადახდილია.

როგორც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ვაქცინებს მარტის ბოლომდე ელოდებიან, თუმცა, კონკრეტული თარიღი კვლავ უცნობია.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ „სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ და დიდი ხანია ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“.

"შეიძლებოდა ქვეყანაში ჩინური ვაქცინაც გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოტანილი, თუმცა ჯერ არ მიუღია მას ჯანმოს აღიარება. ვაქცინის შემოტანის ერთ-ერთი პირობაა, რომ საჭიროა ჯანმოს აღიარება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველოს ამ კუთხით საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა აქვს.