Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Forbes Woman-თან პარტნიორობით აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ხელმძღვანელი ქალი მეწარმეებისთვის.
კონკურსი She's Next, Empowered by Visa-ს გლობალური ინიციატივის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებელი და მმართველი ქალებისთვის, ცოდნის, რესურსების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. კონკურსი განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარი ბიზნესს, მაგრამ სირთულეებს აწყდებიან ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვის, ბიზნეს პროდუქტის პოპულარიზაციის, ან მარკეტინგული კომუნიკაციების მართვის პროცესში. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს ქალი, საქართველოს მოქალაქე, ეკავოს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლის თანამდებობა, ან იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული პირი.
„ქალი მეწარმეებისთვის კონკურსის გამოცხადება საქართველოში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Visa-ს ინიციატივას, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე რეგიონში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ She's Next გლობალური კამპანია შესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ ქალთა ლიდერობა, რომელიც წამყვანი, მამოძრავებელი ძალა ხდება ახალი ბიზნესის წამოწყების პროცესში. კონკურსის ყველა ელემენტი მიზნად ისახავს ქალებისთვის ბრენდის ექსპერტთან უფასო მენტორინგის სესიაზე წვდომის უზრუნველყოფას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პარტნიორების - თიბისი და საქართველოს ბანკებისგან”, - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.
კონკურსი ოთხ ეტაპად ჩატარდება:
• განაცხადის შეტანისა და დამუშავების პროცესი: პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას.
• საკონსულტაციო სესიები: ათი შერჩეული მონაწილე ქალი, დაესწრებიან უფასო ონლაინ საკონსულტაციო სესიებს, რომლებსაც გაუძღვება ბრენდ ექსპერტი. კონკურსანტები, ხელმძღვანელის ჩართულობით შეიმუშავებენ საკუთარი ბრენდისთვის სტრაგეგიას, მიიღებენ რეკომენდაციებს ბიზნესის განვითარებასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდის შესახებ.
• კონკურსის მესამე ეტაპზე, ათივე კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს იდეა ონლაინ პრეზენტაციის ფორმატში ჟიურის წინაშე. სამ საუკეთესო ფინალისტს შეარჩევს პროფესიონალი ჟიური. Forbes Woman Georgia სამი შერჩეული ფინალისტის მონაწილეობით, მოამზადებს მაღალი ხარისხის პროფილურ ვიდეოებს, რომლებიც განთავსდება Forbes Woman Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
• დასკვნით ეტაპზე, კონკურსის გამარჯვებული, სამი ფინალისტიდან, გახდება ის ერთი მეწარმე ქალი, რომლის ვიდეოც დააგროვებს ყველაზე მეტ პოზიტიურ გამოხმაურებას (მოწონებას) Forbes Woman-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე. გამარჯვებული მიიღებს დამატებით პრიზს და მისი ისტორია, ინტერვიუს ფორმატში გამოქვეყნდება Forbes Woman-ის ბეჭდური ჟურნალის მომდევნო გამოცემაში.
განცხადებების შერჩევის კრიტერიუმები:
• სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქე;
• ქალი, რომელსაც უკავია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ან არის მცირე ან საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი პირი.
პრიზები და სპეციალური შეთავაზებები ბანკებისგან, კონკურსის 10 მონაწილისთვის და გამარჯვებულისთვის:
• საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ადაპტერის 6 თვიან პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს, საკუთარი მარაგების გაციფრულებას თანამედროვე მარაგების მართვის სისტემის Optimo-ს მეშვეობით და პროდუქციის ონლაინ რეალიზაციას საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზრის Extra.ge-ს მეშვეობით.
საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ბიზნეს საბანკო მომსახურების 12-თვიანი უფასო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საბანკო მომსახურების მიღება საკომისიოს გარეშე, ხოლო კონკურსის ერთ გამარჯვებულს დამატებით ექნება შესაძლებლობა დაესწროს სამი კოენის ერთ ქოუჩინგის სესიას.
• თიბისი ბანკი დააჯილდოვებს 10 საუკეთესო მონაწილეს TBC ბიზნეს კლუბის ერთწლიანი პრემიუმ პაკეტითა და Visa ბიზნეს ბარათით, რაც მათ საშუალებას მისცემს უფასოდ ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით, ასევე დაესწრონ ბანკის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ონლაინ - ბმულზე, სადაც სპეციალურ გრაფაში წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ ენაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება