მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa და Mastercard რუსეთში მუშაობას წყვეტენ

62244ba289e3b
სალომე მეცხვარიშვილი
06.03.22 09:47
622
Visa და Mastercard რუსეთში მუშაობას წყვეტენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მათ შაბათს მიიღეს. მიზეზი რუსეთის მიერ ურაინაში შეჭრაა.

შედეგად, აღარ განხორციელდება სხვა ქვეყნებში ტრანზაქციები,  რომლებიც შესრულდება რუსეთში გამოშვებული VISA–ს ბარათით და პირიქით, სხვა ქევყანაში გამოშვებული VISA ბარათები არ იმუშავებს რუსეთში.

VISA–ს აღმასრულებელმა ოფიცერმა განაცხადა, რომ კომპანია იძულებულია გადადგას ეს ნაბიჯი, რომელიც გამოწვეულია რუსეთის შეჭრით უკრაინაში და მის მიერ გადადმული მიუღებელი ნაბიჯებით.

განცხადება გაავრცელა Mastercard–მაც, სადაც კომპანია აღნიშნავს, რომ ანტირუსული სანქციების პარალელურად გადაწყვიტეს, რუსეთში სერვისების მიწოდების შეჩერება.

"შედეგად, რუსული ბანკების მიერ გაცემულ ბარათებს Mastercard ქსელის მხარდაჭერა აღარ ექნება. რუსეთის ფარგლებს გარეთ გაცემული Mastercard-ის გამოყენება კი შეუძლებელი იქნება რუსეთის სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებში”,– ნათქვამია განცხადებაში.