მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa, MasterCard-ი და EBay Facebook-ის კრიპტოვალუტას ეთიშებიან

5da4c01ecbc10
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 21:40
959
Visa-მ, MasterCard-მა, Stripe-მა და EBay-მ Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra-ს შექმნის პროექტი დატოვეს. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, Visa და MasterCard-ი აცხადებენ, რომ სხვა პროექტებზე ფოკუსირებას აპირებენ. 

"პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. დაელოდონ სანამ ნათელი სვლები იქნება Libra-ს მომავლისთვის",- განუცხადა მედიას Libra-ს თანადამფუძნებელმა.



უცხოური მედიის ცნობით, დიდი ალბათობით ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ Libra-ს შექმნის პროექტმა ამერიკული მარეგულირებლების სრული მხარდაჭერა ვერ მიიღო.



შეგახსენებთ, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა.