ციფრულ სამყაროში ნაღდი ფულადი გადახდები უკანა პლანზე იწევს, პარალელურად კი დისტანციური საბანკო მომსახურებები ვითარდება და საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა იზრდება. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საბანკო ბარათების პროცესინგის ბაზარზე ორი დომინანტი კომპანია - Visa და Mastercard-ი საქმიანობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 6.3 მილიონი სადებეტო და 821 ათასი საკრედიტო ბარათია. რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.7 სადებეტო და 0.2 საკრედიტო ბარათი მოდის ანუ, ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელს ერთზე მეტი სადებეტო ბარათი აქვს, ყოველ მეხუთე მოქალაქეს კი საკრედიტო ბარათი აქვს.
2022 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 2.21 მილიონი სადებეტო ბარათია, ხოლო Mastercard/Maestro-ს ბარათების რაოდენობა 3.72 მილიონს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 345 ათასია.
სადებეტო ბარათების წილები გადახდის სისტემების მიხედვით ასეთია:
Mastercard/Maestro - ბაზრის 59%;
VISA - ბაზრის 35%;
სხვა სისტემები - ბაზრის 5.5%.
საკრედიტო ბარათების ბაზარი საგადახდო სისტემებს შორის ასე იყოფა:
VISA - ბაზრის 20%;
Mastercard/Maestro - ბაზრის 13%;
სხვა სისტემები - ბაზრის 67%.
ამ ბარათებით ყოველდღიურად 1.5 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, რომლის ჯამური მოცულობაც საშუალოდ დღეში 125 მილიონ ლარს აღემატება. შედარებისთვის, 5 წლის წინ, დღეში 450 ათასზე ნაკლები საბარათე გადახდა სრულდებოდა, ამ გადახდების მოცულობა კი დღეში 45 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 5 წლის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები რამდენჯერმე გაიზარდა.
ელექტრონული სერვისების განვითარებასთან ერთად და უფრო მეტ სავაჭრო ობიექტში უკონტაქტო საგადახდო აპარტის დამონტაჟებასთან ერთად, საბარათე და მობაილ ბანკინგის გადახდების მოცულობა კვლავ მაღალი ტემპით გააგრძელებს ზრდას.
ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 2,800-ზე მეტი ბანკომატი და 80,000 პოს-ტერმინალი არის განთავსებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ