მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa თუ Mastercard - რომელი ლიდერობს საქართველოს ბაზარზე?

6130c62e77b4b
შოთა ტყეშელაშვილი
03.09.21 23:00
1175
ციფრულ სამყაროში ნაღდი ფულადი გადახდები უკანა პლანზე იწევს, პარალელურად კი დისტანციური საბანკო მომსახურებები ვითარდება და საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა იზრდება. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საბანკო ბარათების პროცესინგის ბაზარზე ორი დომინანტი კომპანია - Visa და Mastercard-ი საქმიანობს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 6.2 მილიონი სადებეტო და 559 ათასი საკრედიტო ბარათია. რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.75 საბანკო ბარათი მოდის.

2021 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 2.05 მილიონი სადებეტო ბარათია, ხოლო Mastercard/Maestro-ს ბარათების რაოდენობა 3.79 მილიონს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 349 ათასია. 

სადებეტო ბარათების წილები გადახდის სისტემების მიხედვით ასეთია:

Mastercard/Maestro - ბაზრის 61%;
VISA - ბაზრის 33%;
სხვა სისტემები - ბაზრის 5.6%.

საკრედიტო ბარათების მიმართულებით კი ლიდერი VISA-ს სისტემაა, რომელსაც ბაზრის 41% უჭირავს.

საკრედიტო ბარათების ბაზარი საგადახდო სისტემებს შორის ასე იყოფა:

VISA - ბაზრის 32%;
Mastercard/Maestro - ბაზრის 21%;
სხვა სისტემები - ბაზრის 47%.

ამ ბარათებით ყოველდღიურად 1.4 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, რომლის ჯამური მოცულობაც საშუალოდ დღეში 120 მილიონ ლარს აღემატება. შედარებისთვის, 5 წლის წინ, დღეში 360 ათასზე ნაკლები საბარათე გადახდა სრულდებოდა, ამ გადახდების მოცულობა კი დღეში 39 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 5 წლის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები რამდენჯერმე გაიზარდა. 

რაც შეეხება ინტერნეტბანკინგს, 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, ყოველდღიურად საშუალოდ 250 ათასი ტრანზაქცია ხორციელდება, მათი მოცულობა კი თვეში 540 მილიონს (დღეში 17.6 მილიონ ლარს) აღემატება.

ელექტრონული სერვისების განვითარებასთან ერთად და უფრო მეტ სავაჭრო ობიექტში უკონტაქტო საგადახდო აპარტის დამონტაჟებასთან ერთად, საბარათე და მობაილ ბანკინგის გადახდების მოცულობა კვლავ მაღალი ტემპით გააგრძელებს ზრდას.