მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისაც ვესაუბრე ყველა ევროპელი კოლეგისგან მივიღე დაპირება, რომ მხარს დაგვიჭერენ - ირაკლი ღარიბაშვილი

6478bc74c41d0
BM.GE
01.06.23 19:39
600
მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას, პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

„ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, - განაცხადა პრემიერმა.